შრომის უსაფრთხოების აუდიტი

შრომის უსაფრთხოების აუდიტი
რა არის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აუდიტი და როგორ უნდა ჩატარდეს?

სერვისის მიზანია კომპანიებმა მონიტორინგი გაუწიოს საკუთარ შრომის უსაფრთხობის სამსახურს, მათი შესრულების ხარისხსა და კანონთან შესაბამისობას, რათა თავი აარიდონ შრომის ინსპექციის მხირდან ფინანსურ ჯარიმებსა და საწარმოო პროცესის შეჩერებას.

ფინანსური აუდიტის მსგავსად, ჯანმრთელობისაა და უსაფრთხოების აუდიტი განსაზღვრავს მუშაობს, თუ არა თქვენს მიერ დანერგილი სისტემები კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ასევე განსაზღვრავს გაუმჯობესების სფეროებს.

აუდიტი უმჯობესია განახორციელოს გარე მოწვეულმა სპეციალისტებმა, რათა გამოირიცხოს სუბიექტურობა და ობიექტურად შეფასდეს კომპანიის შესაბამისობა საკანომდებლო მოთხოვნებთან.

სისტემის აუდიტი მოიცავს შრომის უსაფრთხოების სრული დოკუმენტაციის შემოწმებას სპეციალურად შექმნილი ჩეკლისტების გამოყენებით, რათა მოხდეს იდენტიფიცირება, რამდენად შეესაბამება დოკუმენტაცია, ინსტრუქტაჟები, სამუშაო გარემოს მოწყობა და შრომის უსაფრთხოების სხვა ასპექტები საკანონმდებლო რეგულაციებს.

განვიხილოთ აუტიდის განხორციელების ნაბიჯები:

 

ნაბიჯი 1 - დოკუმენტაციის შეგროვება

საწყის ეტაპზე შრომის უსაფრთხოების აუდიტის განმახორციელებელ პირებს კომპანიის მენეჯერებმა და ხელმძღვანელებმა უნდა მიაწოდონ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ჩანაწერი, რათა ამ ჩანაწერების აუდიტის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პოლიტიკის დოკუმენტები;
  • რისკის შეფასების ჩანაწერები;
  • უსაფრთხო სამუშაო პროცედურების ჩანაწერები;
  • უსაფრთხოების სწავლების დოკუმენტები;
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების როლები და პასუხისმგებლობები;
  • სამუშაოზე მუშაობის ნებართვის სისტემები;
  • უბედური შემთხვევის აღრიცხვის დოკუმენტები და ანგარიშები;
  • საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმები;
  • მანქანებისა და აღჭურვილობის უსაფრთხოდ ოპერირების დოკუმენტები;
  • ტექნიკური ჩანაწერები და სხვ.

 

ნაბიჯი 2 - ფაქტების მოკვლევა

პერსონალის ინტერვიუები – ყველა დონის პერსონალმა უნდა გაიაროს ინტერვიუ. მოხდება თანამშრომელცა ცნობიერების დონის განსაზღვრა უსაფრთხოდ მუშაობის საკითხებზე.

უსაფრთხოების პოლიტიკის მიმოხილვა - აღნიშნული გულიხმობს, კომპანიის შრომის უსაფრთოების პოლიტიკის შესაბამისობის განსაზღვრას საკანონმდებლო რეგულაციებთან. კერძოდ, საფრთხის იდენტიფიკაციასა და კონტროლის არსებულ სიტუაციას.

პოლიტიკის ადმინისტრირება - მოიცავს კომპანიის პოლიტიკის მართვას. როგორ იცავს თქვენი პერსონალი თქვენს ინდუსტრიაში ცვალებად რეგულაციებებს და რამდენად შესაბამისია ის არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებათან?

დოკუმენტები - კომპანიის დოკუმენტები უნდა იყოს განახლებადი და ხელმისაწვდომი.

აღჭურვილობა - წარმოების ყველა პროცესში კომპანიები იყენებენ ტექნიკა, დანადგარები და მანქანები, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების საკუთარი პროტოკოლები. ისინი უნდა იყოს შეტანილი კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკაში და დოკუმენტირებული უნდა იყოს საკანონმდებლო მოთხოვნების მიხდევით.

 

ნაბიჯი 3 - აუდიტის შედეგების მიმოხილვა/რეპორტირება

აუდიტის დასრულების შემდეგ მზადდება ანგარიში, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

  • შესაბამისობა ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკასთან
  • პოლიტიკის მოთხოვნები
  • შესაბამისობის დოკუმენტაცია
  • კადრების მომზადება

თითოეული ეს სფერო უნდა იყოს დამუშავებული და საჭიროების შემთხვევაში გამოსწორებული. თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი უნდა განახლდეს უახლესი მიგნებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

 

ნაბიჯი 4 - რეკომენდაციები

მას შემდეგ რაც განისაზღვრება არსებული შეუსაბამობები და ხარვეზებს, მომზადდება კონკრეტული რეკომენდაციები თითოეული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ეს მაკორექტირებელი ქმედებები პრიორიტეტული იქნება იყოს რისკის დონისა და უბედური შემთხვევების ან ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობის მიხედვით.