მიმდინარე

აჭარის რეგიონის კომპანიებს შრომის უსაფრთხოების მომსახურებას დამსაქმებელთა ასოციაცია და ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი შესთავაზებენ

აჭარის რეგიონის კომპანიებს შრომის უსაფრთხოების მომსახურებას დამსაქმებელთა ასოციაცია და ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი შესთავაზებენ

            ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა“ და კომპანია „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრს" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აჭარის რეგიონში მომსახურების ერთობლივად გაწევის თაობაზე.

             ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად მოახდენს რეგიონში არსებული კომპანიებისათვის მომსახურების გაწევას, რომელიც მიმართულია კომპანიებში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებისა და პირობების დანერგვასთან. მომსახურების გაწევა მოხდება ასოციაციის მიერ შემუშავებული შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების კანონმდებლობის დანერგვიასთან დაკავშირებული მომსახურების პაკეტის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ შრომის უსაფრთხოების ექსპერტები შეაფასებენ კომპანიაში არსებულ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, გადაამზადებენ თანამშრომლებს და დანერგავენ შრომის უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომელიც შესაბამისობაშია როგორც საერთაშორისო მოთხოვნებთან, ისე ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

             შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" 2019 წლის 1 სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით დანიშნოს, ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.