დასრულებული

დამსაქმებეთა ასოციაციაში გაიმართა სემინარები შრომის ინსპექტორებისთვის

დამსაქმებეთა ასოციაციაში გაიმართა სემინარები შრომის ინსპექტორებისთვის

2017 წლის 12-13 ივნისს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით შრომის ინსპექტორებისთვის გაიმართა სემინარი შრომის ინსპექციის პოლიტიკის დაგეგმარების საკითხებზე.

სემინარს, რომელზეც მისასალმებელი გამოსვლებით წარდგნენ ILO-ს უფროსი ტექნიკური მრჩეველი ჟოლტ დუდაში და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, უძღვებოდა შრომის ადმინისტრაციის, შრომის ინსპექციისა და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი (ILO) ვალენტინ მოკანუ.

შრომის ინსპექტორებმა სემინარზე მოისმინეს შემდეგი თემები:

• შრომის ინსპექციის პოლიტიკის შემუშავება (ზოგადი პოლიტიკის კონტექსტი; ეფექტური ინსპექციის ზოგიერთი პრინციპი);
• „სანქციების“ და „რეგულაციების შესრულების“ მიდგომები’
• ინფორმაციის მიწოდება და რჩევების მიცემა;
• პროაქტიური (პრევენციული) ინსპექცია
• რეაქტიული ინსპექცია - უბედური შემთხვევები, ავადმყოფობა და საჩივრები
• ინსპექტირების სიხშირე და პრიორიტეტები
• ინსპექტირების თანმიმდევრულობა და დისკრეციული უფლებები
• ოპერაციული დაგეგმარება - მისი მნიშვნელობა და ინდივიდუალური სამუშაო პროგრამები;
• შრომის ინსპექციის საქმიანობის კონტროლი და ანგარიში.

სწავლების პროცესი დატვირთული იყო დისკუსიებითა და სავარჯიშოებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს შრომის ინსპექციასთან მისი ხელახლა ჩამოყალიბების დროიდან (2015 წელი).